2008 წლის აგვისტოს ომი

პარლამენტის წინ სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  დეპუტატებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას. 
პარლამენტის წინ დროშის დაშვების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით 7 და 8 აგვისტოს ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებული იქნება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, რომელიც სხვა პარტიებმაც გაიზიარეს, 7 და 8 აგვისტოს პოლიტიკური აგიტაცია შეწყდა. "ამ დღეებში, როდესაც ვიხსენებთ ომში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეებს საქართველოსთვის, არ არის მიზანშეწონილი იყოს პოლიტიკური აქტივობა. დროშის დაშვება ეს სიმბოლური აქტია და ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გვახსოვს ომში დაღუპული გმირები", - განაცხადა დეპუტატმა ხათუნა ოჩიაურმა. 
კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს ხელისუფლებას 2 დღის განმავლობაში დუმილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ფანჯიკიძე აცხადებს, რომ 2008 წლის ტრაგედია საქართველოს სწორედ ხელისუფლების "უგუნური პოლიტიკის" გამო დაატყდა თავს, ამიტომ ახლა მათ 2 დღე დუმილი უნდა შეინარჩუნონ, რათა ასე მაინც შეძლონ საქართველოს მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდა.

კომენტარები