25 ივლისს, საფრანგეთში, პროვანსის რეგიონში, გოლ დე ვერდონის ხეობაში Cougar -ის სამხედრო ვერტმფრენი Eurocopter AS 532 ჩამოვარდა. სამხედრო ვერტმფრენი ალბანური ჯარისთვის უნდა გადაეცათ და მას პილოტები ბოლო ცდას უტარებდნენ. ინციდენტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, პილოტები, ინჟინერები და ტექნიკოსები. ვერტმფრენი კანიონში ჩავარდა და ცხედრების ამოსაყვანა მაშველებმა პროფესიონალი ალპინისტების დახმარებით შეძლეს.
ტრაგედია ადგილობრივი დროით, 13.30 საათზე მოხდა. ბორტზე მყოფი ადამიანები საავიაციო კომპანია Eurocopter-ის თანამშრომლები იყვნენ. ინიციდენტის მოწმე რამოდენიმე ტურისტი გახდა, მათგან არც ერთი არ დაშავებულა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.




