ჯანმრთელობა

ჭარბწონიანი ბავშვები გულის დაავადებების რისკის ქვეშ არიან

ჭარბწონიანი ბაშვების გული დაავადებების რისკის ქვეშაა, მაშინაც კი, თუ ისინი ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში სწავლობენ - ასკვნის ჰოლანდიელთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა.

გულის დაავადებები, როგორც წესი, საშუალო ასაკს უკავშირდება, თუმცა ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები 2-დან 12 წლამდე ბავშვებშიც გამოვლინდა.

307 გამოკლეული ბავშვიდან ორ მესამედს სულ ცოტა, ერთი ადრეული სიმპტომი მაინც აღმოაჩნდა - მაგალითად, როგორიცაა მაღალი წნევა, დაბალი „კარგი ქოლესტერინი“ და შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში.

მკვლევრები ამსტერდამის VU University-ს სამედიცინო ცენტრიდან ამბობენ, რომ ამან, შესაძლოა, ადრეულ ასაკშივე მიგვიყვანოს კარდიოვასკულარულ დაავადებებთან.

სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვი ზემდეტად ჭარბწონიანად ითვლება, თუ ორი წლის ასაკში მისი სხეულის მასის ინდექსი 20.5-ზე მეტია, 18 წლისთვის კი - 35.

 

კომენტარები