დასაქმების პროექტი

თბილისის მერიამ 10 ათასამდე სტუდენტი დაასაქმა

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ სხვადასხვა მუნიციპალურ სექტორში 10 ათასამდე სტუდენტი დაასაქმა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები ქალაქის გამწვანებაზე, კეთილმოწყობასა და დასუფთავებაზე იზრუნებენ. სტუდენტები ასევე ყველა იმ პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს.

ათასამდე სტუდენტი საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობს, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, თბილისის მერიის ინიციატივით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. დასაქმების პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ქალაქის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის 158 დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად იზრუნებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

სტუდენტური დასაქმების პროექტის მიზანია სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება და სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური გამოცდილების მიღება.

 

კომენტარები