აშშ-ის სპეციალურ სამსახურში პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის განცხადებასთან დაკავშირებულ ინციდენტს იკვლევენ. Washingtonpost-ის ცნობით, პოლიციის ერთ-ერთი წამომადგენლის მიერ ნათქვამი სიტყვები შესაძლოა შეერთებული შტატების პირველი ლედის მიშელ ობამასადმი მიმართულ მუქარად ჩაითვალოს.
გამოცემის ცნობით, ოფიცერმა, რომლის მოვალეობაშიც აშშ-ის პრეზიდენტის კორტეჟის დაცვა შედის, თავის კოლეგებთან საუბარში პირველი ლედის ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლის სურვილი გამოთქვა.
„ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ დაუშვებელი განცხადება იქნა გაკეთებული. ახლა ვიკვლევთ მიზეზებს, რის გამოც შესაძლებელი იყო მსგავსი განცხადება გაკეთებულიყო“. - განაცხადა აშშ-ის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, გვენდოლინ კრამპმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, აღიძრება თუ არა საქმე ოფიცრის წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის საკმარისი მტკიცებულებები, რომ მიშელ ობამას სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.





