რუს ქალბატონს, რომელმაც საკუთარი შვილი მისი თავიდან მოშორების მიზნით, გასულ წელს მოსკოვის ერთ-ერთი სამანქანო გზის სავალ ნაწილზე დატოვა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
BBC-ის ინფორმაციით, 24 წლის ელენა ოსინამ და მისმა უმცროსმა ძმამ ალექსანდრმა, რომელსაც პატიმრობა 10 წლით შეეფარდა, ბავშვის მკვლელობის მცდელობა აღიარეს.
გამოცემის ცნობით, 2011 წლის ივნისში ბრალდებულებმა მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში ახალდაბადებული გზის სამანქანო ნაწილზე იმ მიზნით დატოვეს, რომ მას ავტომობილი გადაუვლიდა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცავებმა ბავშვის დედა და მისი ძმა დააკავეს.
ბავშვი მოგვინებით აღსაზრდელად სხვა ოჯახს გადასცეს.




