სავაჭრო ცენტრი

ვარკეთილის მეტროსთან ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი გაიხსნა

ისანი-სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეტროსთან ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი „ფენიქსი“ აშენდა. ახალი ცენტრი ორი ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული შენობისგან შედგება.  

ობიექტში საოჯახო ტექნიკის, ტანსაცმლის, საიუველირო, წიგნებისა და სხვადასხვა სახეობების მაღალხარისხიანი პროდუქციის მაღაზიები და "ვითიბი" ბანკის ფილიალი განთავსდა.

სავაჭრო ობიექტში ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა ნაწილი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. ცენტრის სრულად ამუშავების შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება.

ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო.

 

კომენტარები