ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი: გაუგებარია ვანო მერაბიშვილი დააწინაურეს, თუ პირიქით, პოლიციას ჩამოაშორეს

მცხეთაში კოალიცია ქართული ოცნების აქციის დასრულების შემდეგ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღემდე პრემიერ მინისტრის პოსტი საპენსიო პოსტი იყო და არაფერს წარმოადგენდა. ,,გაუგებარია დააწინაურეს ვანო მერაბიშვილი, თუ პირიქით, პოლიციას ჩამოაშორეს, ამის ანალიზი ახლა ძნელი გასაკეთებელია. როდესაც მთლიანად დაკომპლექტდება მთავრობა, უფრო კარგი ანალიზის გაკეთება მერე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ივანიშვილმა.


კომენტარები