ქართული ოცნება

გო­რის რა­ი­ონ­ში მომ­ხდარი ინ­ცი­დენტისას დაკავებულ ოთხ პირს 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონის სოფელ მერეთში გუშინდელი ინციდენტის დროს, რომელიც ქართული ოცნების ლიდერების, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას ჩასვლას მოჰყვა, დაკავებულ ოთხ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსჯა.

გავრცელებული ცნობით, ოთხი დაკავებულიდან ორი - დავით ბზიშვილი და ალექსი კიკოლაშვილი ქართული ოცნების აქტივისტები არიან, ხოლო ლაშა ჭიღლაძე და ალექსანდრე ოდიშვილი - ნაციონალური მოძრაობის. ოთხივე მათგანს ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული.

ტაბულა კოალიცია ქართული ოცნების პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სტუმრობას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. როგორც ცნობილია, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნეგატიური შეძახილები გაისმა.

 

 

კომენტარები