იუბილე

ბიგ ბენის ნაცვლად ელიზაბეტის კოშკი

დიდი ბრიტანეთის ცნობილ საათს - ბიგ ბენს შეიძლება სახელი გადაარქვან და დედოფლის მმართველობის 60 წლის აღსანიშნავად ელიზაბეტის კოშკი უწოდონ. 

86 წლის დედოფალი ბრიტანეთის ისტორიაში მეორე მონარქია, რომელიც ბრილიანტის იუბილეს მოესწრო. იუბილეს აღსანიშნავი ზეიმი 4 დღეს გაგრძელდა. 

საუკუნეზე მეტია ამ საათს მსოფლიო ბიგ ბენის სახელწოდებით იცნობს. ეს სახელი მას 1859 წლიდან კოშკში დამონტაჟებული უზარმაზარი ზარის გამო დაერქვა.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარლამენტმა საათისთვის სახელის გადარქმევის იდეა მოიწონა და აღსრულებისთვის საჭირო პროცედურების გატარება უკვე დაიწყო.

 

 

კომენტარები