ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააღსრულებლო პროცედურები დაიწყო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარიმის გადასახდელად ივანიშვილს კიდევ ერთი კვირა აქვს, რის შემდეგაც იძულებითი აღსრულება დაიწყება.

,,პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალიწინებს მოვალის გაფრთხილებას 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები.’’-ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის თავდაპირველი ვადა გუშინ ამოეწურა.

კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე ის ჯამში 148 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდა, გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, კი ჯარიმის თანხა 75 ათას ლარამდე თანხით განისაზღვრა.  

კომენტარები