სირიის კრიზისი

ბრიტანეთი სირიისკენ მიმავალ რუსულ გემს აჩერებს

ბრიტანეთის მთავრობის ბრძანებით, შოტლანდიის ნაპირებთან რუსული გემი ‘ალაედი’ შეაჩერეს, რომელსაც სავარაუდოდ სირიის მიმართულებით ვერტმფრენები და რაკეტები მიჰქონდა.

ბრიტანულმა საზღვაო სადაზღვევო კომპანია Standard Club-მა შეაჩერა თავისი მომსახურება რუსულ ტვირთის გადამტან ხაზ Femco-ს საკუთრებაში მყოფ გემებზე, მათ შორის ‘ალაედზე’. ამის მიზეზი გახდა ბრიტანული უშიშროების გაფრთხილება კომპანიის მიმართ, რომ გადაზიდვის დაზღვევით უზრუნველყოფა სირიის რეჟიმის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას წარმოადგენდა.

‘ალაედმა’ Mi25 შვეულმფრენებისგან შემდგარი საკუთარი ტვირთი, რომელსაც ‘მფრინავ ტანკებს’ უწოდებენ, კალინინგრადის პორტში მიიღო. გემი ჩრდილოეთის ზღვის გავლით ლა-მანშის სრუტისკენ მიემართებოდა, საიდანაც ორიენტაციას ხმელთაშუაზღვისკენ და სირიულ პორტ ტარტუში აიღებდა, რომელც რუსული ფლოტის ბაზას წარმოადგენს. მოსკოვის მიერ სირიის მთავრობისთვის იარაღის მიყიდვას ხანგრძლივი ისტორია აქვს და საბჭოთა პერიოდს უკავშირდება.

ამბოხებულ ქალაქებზე იერიშის მიტანისას, ასადის რეჟიმი სულ უფრო მეტად იყენებს შვეულმფრენებს. გასულ კვირას დაბომბვის ობიექტები გახდნენ ქალაქები ჰაფა და რასტანი. გაეროს სამშვიდობო ემისარის, კოფი ანანის მიერ დაგმობამ ვერ შეაჩერა სირიელებისთვის რუსეთის მიერ იარაღის მომარაგება. მოსკოვი გრძელებს 2007 წლის კონტრაქტს, რომელიც 20 20 MiG-29 M2 ავიამზიდით აღჭურვას ითვალისწინებს. რუსეთმა აგრეთვე გამოაცხადა, რომ ის ამზადებს ტარტუსში საზღვაო ქვეითთა ელიტური შენაერთის გაგზავნას. ამ ნაბიჯით რუსეთმა დასავლეთს სიგნალი გაუგზავნა, რომ არ შეიწყნარებს ლიბიის შემდეგ კიდევ ერთ სამხედრო ინტერვენციას.

 

კომენტარები