ტრეილერი

Django Unchained

ინტერნეტში, წლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენის, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ტრეილერი გამოჩნდა. Django Unchained ასე ქვია რეჟისორის ახალ ნამუშევარს, რომლის სიუჟეტიც შავკანიან მონაზე მოგვითხრობს, ჯეიმი ფოქსის პერსონაჟზე სახელად ჯანგო, რომელიც თავისუფლებისა და საყვარელი ადამიანის გადარჩენის სანაცვლოდ ბოროტმოქმედებზე ნადირობას იწყებს. 

 ფილმების – "მოკალი ბილი", "კრიმინალური საკითხავი", "უსახელო ნაბიჭვრები", რეჟისორისთვის ეს პირველი ვესტერნი იქნება და ასევე პირველი ნამუშევარი, რომელსაც სალი მენკე არ დაამონტაჟებს(ის 2010 წელს გარდაიცვალა). ნამუშევარში Django Unchained მთავარ როლებს ჯეიმი ფოქსი, კრისტოფერ ვალცი, ლეონარდო დი კაპრიო, კერი ვაშინგტონი და სემეულ ელ ჯექსონი ასრულებენ. 

 კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი აშშ–ში 25 დეკემბერს გამოვა. 

კომენტარები