ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ და მისი მოკავშირეები ბირთვული ირანის საფრთხის შესახებ ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, დასავლეთის რიტორიკის მიზეზი საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გადაფარვაა.
ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ჰომეინის სიკვდილის 23 წლისთავთან მიძღვნილ გამოსვლაში, ჰამენეიმ აგრეთვე ისრაელი გააფრთხილა. ჰამენეის განცხადებით, ირანზე ნებისმიერი შეტევის შემთხვევაში, სიონისტური სახელმწიფო „მქუხარე დარტყმას“ მიიღებს.
წინა გამოსვლაში, ირანის უზენაესმა ლიდერმა გამოაცხადა, რომ ირანულ რაკეტებს შეუძლიათ ისრაელის ნებისმიერ ნაწილში მიღწევა და აშშ-ის რეგიონული ბაზების დამუქრება.
რამდენიმე თვის წინ ჰამენეიმ საჯაროდ აკრძალა ბირთვული იარაღის განვითარება, თუმცა დასავლური სახელმწიფოები ეჭვობენ, რომ თეირანი ფარულად აწარმოებს ატომური ბომბისთვის საჭირო კომპონენტებს.




