საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რუსთაველის გამზირზე „სამრეწველო აღლუმი“ მოინახულა, სადაც ქართული პროდუქცია არის წარმოდგენილი. პრეზიდენტმა რამდენიმე პავილიონი დაათვალიერა.
როგორც მიხეილ სააკაშილმა „აღლუმის“ დათვალიერებისას განაცხადა, 2015 წლისთვის თბილისის მეტროს ხაზი მცხეთამდე ჩავა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ თბილისში არსებული ყველა საბაგირო, რომელიც არ ფუნქციონირებს, აღდგება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ საკითხზე თბილისის მერი გიგი უგულავა ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. პრეზიდენტის განცხადებით, ორ წელიწადში თბილისში თანამედროვე ფრანგული ტრამვაიც გამოჩნდება.





