საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები ორჯერ უფრო მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ვიდრე ტრადიციული გზით დაბადებულნი - ეს დასკვნა ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს მკვლევრებს ეკუთვნის.
კვლევის ფარგლებში ჯგუფი 1255 დედა-შვილს აკვირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სხეულის წონა და ბავშვის დაბადების გზა ერთმანეთთან კავშირშია. სამი წლის ასაკში განსხვავებული გზით დაბადებულ ბავშვთა შორის წონაში სხვაობა ორმაგდებოდა.
გარდა ამისა, დედები, რომლებმაც საკეისროთი გააჩინეს, უფრო მეტად მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ.
მკვლევართა ჯგუფის აზრით, საკეისრო კვეთა, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ნაწლავურ ბაქტერიაზე, რომელიც, თავის მხრივ, საჭმლის მონელებაზე მოქმედებს.




