სერბეთი

ტომისლავ ნიკოლიჩი პირველი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა

სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია რასიას” სხდომას დაესწრება, რომელიც 26 მაისს გაიმართება.

ნიკოლიჩის პრესმდივნის განცხადებით, სერბეთის პრეზიდენტის ”ედინაიას რასიას” სხდომაში მონაწილეობა, რაც ქვეყნის ახალი მმართველის პირველი ოფიციალური ვიზიტი გახდება, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლიჩის გამარჯვებამდე დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი რუსეთის პირველს პირს, ვლადიმირ პუტინს.

ყოფილი რადიკალი-ნაციონალი ტომისლავ ნიკოლიჩი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა სერბეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას. ბოლო ხანებში მან ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად ევროინტეგრაცია დაისახა.

20 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკოლიჩმა სერბეთის ყოფილი პირველი ბორის ტადიჩი მცირე სხვაობით დაამარცხა.

 

კომენტარები