დიდი რვიანი

ობამა: ირანის წინააღმდეგ სანქცია არ გაუქმდება

აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის წინაღმდეგ სანქციის გაუქმების შესაძლობა გამორიცხა. მისი თქმით, იმ დრომდე, სანამ ირანის მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე არ დათანხმდება, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციის გაუქმება არ მოხდება.

აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების პირველმა პირმა საკუთარ რეზიდენციაში, კემპ–დევიდში „დიდი რვიანის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ობამას განმარტებით, „რვიანის“ ქვეყნები სანქციის გამოყენებას დიპლომატიური მიზნებისათვის, ირანზე ზემოქმედების მიზნით მომავალშიც გააგრძელებენ.

სამიტზე, რომელშიც 8 ქვეყნის, აშშ–ს, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იაპონიის, იტალიის და რუსეთის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, აგრეთვე, განიხილეს საბერძნეთის ევროზონაში დარჩენის საკითხი. „რვიანის“ წევრი ქვეყნის ლიდერები საბერძნეთის ევროკავშირში ყოფნის მნიშვნელობაზე შეთანხმდენენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბერძნეთში 17 ივნისს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც გამარჯვებას ანტიევროკავშირულ პოლიტიკურ ძალებს უწინასწარმეტყველებენ, შესაძლოა ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლა მოჰყვეს.

 

კომენტარები