პატიმართა შეწყალება

26 მაისისთვის პატიმრების შეწყალება იგეგმება

26 მაისისთვის საქართველოს პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებას გეგმავს. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე იუწყება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე პატიმარი დატოვებს.

,,აღდგომის დღესასწაულზე შეწყალებიდან ერთ თვეში, მხოლოდ 105 საქმის მომზადება შევძელით. ჩვენ ვიხილავთ აბსოლუტურად ყველა ტიპის საქმეებს, განურჩევლად სიმძიმისა. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ ვიხილავთ მხოლოდ მსუბუქი დანაშაულის საქმეებს, მაგრამ ასე არ არის, ყველა შემოსული განცხადების განხილვა ხდება. ''-განაცხადა ელენე თევდორაძემ.

 შეწყალების კომისია სულ 105 პატიმრის განცხადებას განიხილავს, რომელთაგან თხუთმეტი ქალი და ოთხი არასრულწლოვანია. სიის განხილვას 20 მაისს დასრულდება. 

კომენტარები