წყალდიდობა

ძლიერმა წვიმამ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ცენტრალური მაგისტრალი დატბორა

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა. ჭარბი ნალექი იაღლუჯის მთიდან ჩამოედინებოდა. ნალექის დიდი რაოდენობის გამო წყალი სანიაღვრე ჭებში ჩასვლას ვერ ასწრებდა.  ქალაქში წვიმამ უკვე გადაიღო.

რუსთავში მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურების გუნდები.  წყალი ორ ქუჩაზე დაგროვდა. მათ შორის ჩასულია კორპუსების სარდაფებში, საიდანაც მას ამ დროისთვის ტუმბავენ.

ძლიერი წვიმა და ქარიშხალი იყო კახეთშიც. რეგიონში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 

კომენტარები