ირანი

ირანში 24 წლის ჯამალ ფაში ჩამოახრჩვეს

დღეს ირანში 24 წლის მსჯავრდებული ჩამოახრჩვეს. ჯამალ ფაშს ბრალად ედებოდა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერის მკვლელობა.

ფიზიკოს-მეცნიერი და თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი მასუდ ალი მუჰამედი 2010 წლის იანვარში მოკლეს. მისი სახლის შესასვლელთან ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მოტოციკლეტი აფეთქდა.

ირანის ხელისუფლებამ ბრალდებულად მაშიდ ჯამალ ფაში სცნო, რომელიც ხელისუფლების განცხადებით ისრაელის ჯაშუში იყო და აღნიშნული მკვლელობის სანაცვლოდ ისრაელის სადაზვერვო სამსახური მოსადისგან 120 ათასი დოლარი მიიღო.

ისრაელის წარმომადგენლებს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

 

კომენტარები