სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი ორი ძლიერი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
აფეთქებები ქალაქის სამხრეთ ნაწილში გამთენიისას ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ალ-კაზაზის რაიონის სპეციალური სამსახურის შენობასთან ახლოს მდებარე მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რასაც დაწესებულების განადგურება მოჰყვა.
უკანასკნელი ინფორმაციით, მომხდარს 24 ადამინის სიცოხლე შეეწირა, 70-მდე კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში დამასკოში არაერთი აფეთქება განხორციელდა. აპრილის ბოლოს ქალაქის ერთ-ერთ მეჩეთზე ტერორისტის თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.




