ანდერს ბრეივიკი

თამთა ლიპარტელიანის მამა ბრეივიკის სასამართლო პროცესსზე მიემგზავრება

კუნძულ უტოიაზე ტერაქტის შედეგად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მამა ავთანდილ ლიპარტელიანი დღეს ნორვეგიაში მიემგზავრება, სადაც ტერორისტ ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესს დაესწრება.

ავთანდილ ლიპარტელიანი სასამართლო პროცესსზე დაიკითხება. ჩვენების მიცემის გარდა, დაღუპული ქართველი გოგონას მამა კონკრეტული საკითხების დასმასაც აპირებს. თამთა ლიპარტელიანის ოჯახი ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თამთა ლიპარტელიანი ერთ-ერთი დაღუპულია იმ 77 ადამიანიდან, რომლებიც კუნძულ უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლენ.

ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი გუშინ განახლდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

ტერორისტს განაჩენს სავარაუდოდ ივნისში გამოუტანენ.

კომენტარები