აშშ ირანს მსოფლიო ძალებთან ნდობის აღსადგენად ‘სასწრაფო პრაქტიკული ნაბიჯებისკენ’ მოუწოდებს.
ვენაში გამართულ საერთაშორისო ბირთვულ კონფერენციაზე აშშ-ს წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა ირანი გაუვრცელებლობის ვალდებულებების არშესრულების გამო გააკრიტიკა. ამავე შეხვედრაზე ევროკავშირმა საერთო განცხადებაში ირანისგან ურანის გასამდიდრებელი სამუშაობების სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვა.
დასავლელი დიპლომატების თქმით, ირანი ბლოკავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნას პარჩინის სამხედრო კომპლექსზე დასაშვებად, სადაც სავარაუდოდ ბირთვული კვლევა მიმდინარეობს.
ირანმა და ექვსმა მსოფლიო ძალამ ერთ-წლიანი შესვენების შემდეგ მოლაპარაკებები აპრილში სტამბულში გააგრძელეს. ბირთვული დიპლომატია ვითარების ესკალაციის შენელების და ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის საშიშროების თავიდან აცილების შანსად განიხილება.




