ევროპის ჩემპიონატი

U17: საფრანგეთი 1:1 საქართველო

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრა გამართა: ვასილ მაისურაძის გუნდმა საფრანგეთთან გამარჯვება მეორე ტაიმის მიწურულს გაუშვა ხელიდან - 1:1.

ქართველი ჭაბუკები 30-ე წუთზე დაწინაურდნენ. ფრანკ ბამბოკმა დათო ჯიქია საჯარიმოში შეჭრისთანავე წააქცია და მსაჯმაც სამართლიანად დანიშნა პენალტი. ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები გააქტიურდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ შესვენების შემდეგ შეძლო: შეცვლაზე შესულმა ტომას ლემარმა საჯარიმოს გარედან, ძლიერი დარტყმით დალაშქრა ადამიას კარი - 1:1.

საფრანგეთის ნაკრებმა მანამდეც შეძლო გოლის გატანა, მაგრამ ასისტენტმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არბიტრმაც სრულიად სამართლიანად არ ჩათვალა კუთხურის შემდეგ გატანილი ბურთი.

ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 10 მაისს, ისლანდიასთან მატჩით დაასრულებს. პირველ ტურში კუნძულელებმა საფრანგეთთან ფრედ 2:2 ითამაშეს. შეხვედრას კვლავ დომზალეს სპორტნი პარკი უმასპინძლებს.

7 მაისი, 2012. ევრო 2012. სლოვენია, დომზალე, სპორტნი პარკ. 300

საფრანგეთი 1:1 საქართველო

გოლები: 0:1 ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (30, პენ), 1:1 ტ.ლემარი (67)

საფრანგეთი: მ.მაინანი (კაპ), კ.ლენგლე, ს.ფოფანა, ჟ.კორენტინი, ფ.ბამბოკი (ი.სისაკო 69), მ.ჩემლალი (ტ.ლემარი 41), ე.ონგენდა, ლ.ნგანიონი, ა.მარტიალი, ჟ-შ.კასტელეტო, ზ.ლაბიდი

მწვრთნელი: ჟან-კლოდ ჯიუნტინი

საქართველო: ალექსანდრე ადამია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ნიკა ჭანტურია (კაპ), გიგა სამხარაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (გიორგი აბურჯანია 68), გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი (ნიკა ახვლედიანი 52), ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (დათო დარციმელია 41), გიორგი გოროზია

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გაფრთხილება: ა.მარტიალი, ფ.ბამბოკი, გიორგი პაპუნაშვილი, ალეკო მზევაშვილი, დათო დარციმელია, გიორგი აბურჯანია, ლაშა დვალი

მსაჯები: ჰ.ლეხნერი (ავსტრია); მ.გევინი (ირლანდია), ჰ.გუდერმანისი (ლატვია)

კომენტარები