ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა უკრაინის ხელისუფლებას იულია ტიმოშენკოსთან აშშ-ს ელჩის შეშვების თხოვნით მიმართა. ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საპყრობილეში მყოფი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობით და ტიმოშენკოსთვის სამედიცინო დახმარების ჩატარებას ითხოვს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გავრცელებულ ფოტოებსაც გამოეხმაურა, სადაც ტიმოშენკოსთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებებია აღბეჭდილი. ჰილარი კლინტონის თქმით ჩნდება კითხვა- რა პირობებში იხდის სასჯელს ექს-პრემიერი.
იმის დასადასტურებლად, რომ კოლონიაში ფიზიკურად უსწორდებიან, ტიმოშენკომ ფოტოები რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ბრადლებას კატეგორიულად უარყოფს.
იულია ტიმოშენკოს ამჟამად შიმშილობა აქვს გამოცხადებული.