ბოშები

სახალხო დამცველი ბოშების მსოფლიო დღეს გამოეხმაურა

1 მაისს მსოფლიოში ბოშების დღე აღინიშნება. ამ ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ღონისძიება გამართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები, საქართველოში ბოშების უფლებრივი და კულტურული მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საქართველოში ათასამდე ბოშა ცხოვრობს და გარკვეული სტერეოტიპების არსებობის გამო მათი მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნული სტერეოტიპების გავლენით ბოშები განყენებულ და მარგინალურ ჯგუფებად ითვლებიან და მოწყვეტილი არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრებ ბოშებს განათლებისა და იურიდიული პრობლემებიც აქვთ, ვინაიდან არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და შესაბამისად არ აქვთ საშუალება საქართველოს სხვა მოქალაქეთა მსგავსად იყვნენ საზოგადოებაში ინტეგრირებულები.

დღესვე საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში მოეწყო ფოტოგამოფენა ,,ბოშების პორტრეტები’’ და გაიმართა სპექტაკლი ბოშა ბავშვების მონაწილეობით.

 

კომენტარები