საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს გუნდმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა და გუნდური პირველობა მოიპოვა.

საქართველოს გუნდს ჯგუფში მეტოქეებად თურქეთისა და საფრანგეთის ნაკრებები ერგო, რომელთა დამარცხების შემდეგ საფინალო ასპარეზობა რუსეთთან შედგა. ფინალურ შეხვედრაში ქართველებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამრაცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.

რუსეთში გამართულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი პოლონეთის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე თავად რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები გავიდა. პიტერ ზაინზებახერის გამარჯვებული გუნდი საქართველოში დღეს ჩამოფრინდება.

კომენტარები