კანის კინოფესტივალი

კანის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

კანის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 16-დან 27 მაისამდე გაიმართება.

უკვე ცნობილია თუ ვინ იქნებიან ჟიურის 7 კაციან შემადგენლობაში.
საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტი იქნებოდა, ახლა ჟიურის წევრების სრული სიაა ცნობილი.

მორეტის გარდა, ჟიურის წევრებში კიდეც სამი რეჟისორი იქნება: ანდრეა არნოლდი, ალექსანდრ პეინი და რაულ პეკი.
ყველაზე მოულოდნელი იყო, ჟიურის წევრებში ფრანგი დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს სახელის ამოკითხვა, ვინაიდან კანის კინოფესტივალზე ჟიურის წევრად მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს არ იწვევენ და ეს პირველი შემთხვევაა.

ჟიურის შემადგენლობაში არიან მსახიობებიც, წელს მათ რიგებში მოხვდნენ: დაიან კრიუგერი, ემანუელ დევო, ჰიამ აბასი და ევან მაკგრეგორი.

 

კომენტარები