აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა არ გაიმართება.
"ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩიკაგოში არ იქნება.“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულადმა.
ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგი ლავროვმა აღნიშნა უთანხმოებები ნატოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო ურთიერთობების რიგ საკითხებზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსმენმა კი ღიად გამოხატა სურვილი ჩიკაგოში რუსეთიც ყოფილიყო წარმოდგენილი ავღანეთის საკითხზე გაფართოებულ შეხვედრაში. მაგრამ, BBC-ს ცნობით, რასმუსენმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა მინიშნება, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვა ჩიკაგოში რთული იქნებოდა, პუტინის გადატვირთული გრაფიკის გამო, რომლის ინაუგურაციაც ჩიკაგოს სამიტამდე 2 კვირით ადრე უნდა გაიმართოს.



