საფრანგეთი

სარკოზი დღეს ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავს

საფრანგეთში დღეს საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. საპრეზიდენტო არჩევნები იქ კვირას, 22 აპრილს, გაიმართება. არჩევნების წინა დღეს კი  ქვეყანაში " დუმილის დღე" იქნება, როცა საარჩევნო აგიტაცია იკრძალება.

ნიკოლა სარკოზი დღეს ბოლო წინასაარჩევნო მიტინგს გამართავს ქალაქ ნიცაში, მისი კონკურენტი ფრანსუა ოლანდი საკუთარ მხარდამჭერებს ბორდოში შეხვდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე 10 კანდიდატი გამოთქვამს პრეტენზიას, ელიან, რომ მათგან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ნიკოლა სარკოზის და სოციალისტების კანდიდატს ფრანსუა ოლანდს მოუწევთ.

 

კომენტარები