მედიცინა

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა პროსტატის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს.  ისინი აცხადებენ, რომ ადრეულ ეტაპზე მკურნალობა ულტრაბგერითი სისტემის დახმარებით იქნება შესაძლებელი.

მეცნიერულ კვლევას ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორი მარკ ემბერტონი ხელმძღვანელობდა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Lancet Oncology,  ამ ნაშრომის თანახმად ახალი მეთოდით მკურნალობის არსი დაავადებულ ზონებზე ულტრაბგერითი გზით ზემოქმედებაში მდგომარეობს.

როგორც მკვლევარები იუწყებიან, ულტრაბგერითი გზით მკურნალობის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენების გამოვლენის, კერძოდ შარდის შეუკავებლობისა და იმპოტენციის მინიმალური შანსები არსებობს. მკლევარები აღნიშნავენ, რომ ეს ნეგატიური შედეგები ძირითადად ქიმიო-თერაპიით მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევას უკავშირდება. მეცნიერების განცხადებით, ახალი მეთოდის ეფექტურობაში საბოლოოდ დარწმუნებისთვის სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

 

კომენტარები