პრეზიდენტი

სააღდგომოდ პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

სააღდგომოდ პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა. პატიმრთა შეწყალება შეწყალების სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.გავრცელებული ცნობებით,  კომისიის რეკომენდაციები ითვალისწინებდა 170 პატიმრის სრულად გათავისუფლებას,  ხოლო 30 პატიმრისთვის სასჯელის განახევრებას.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი  დოკუმენტი    სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაეგზავნა, მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, რომ  შეწყალებულები საპატიმროებს  დღის ბოლომდე დატოვებენ და აღდგომას საკუთარ ოჯახებთან ერთად შეხვდებიან.

 კალმახელიძეს არ დაუკონკრეტებია რამდენად პატიმარს მოეხსნა სრულად სასჯელი. მისი განცხადებით შეწყალებულთა შორის 13 ქალია.

კომენტარები