პრეზიდენტი

14 წლის გოგოს გადარჩენისთვის შოთა ქარსელაძე სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა შოთა ქარსელაძე, რომელმაც 14 წლის გოგო საკუთარი სიცოცხლის ფასად დახრჩობას გადაარჩინა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა. დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში შოთა ქარსელაძის დისა და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა. 

3 ივლისს 36 წლის შოთა ქარსელაძემ 14 წლის გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა, თუმცა, თავად დაიღუპა.

კომენტარები