პარლამენტი

საგზაო წესების დარღვევისთის ჯარიმები მკაცრდება

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის ინფორმაციით, ერთი წლის მანძილზე ავტო-საგზაო შემთხვევების გამო 2000-მდე ადამიანი დაზარალდა, აქედან 200 გარდაიცვალა. ხუროშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღეს არსებული ჯარიმები პრევენციის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამიტომ, რიგ დარღვევებზე ჯარმების გამკაცრება გაადწყდა.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო ჯარიმის 50 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება, წელიწადში მეორე დარღვევისთვის კი ჯარიმა 200 ლარიანი იქნება.

ასევე, მკაცრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევებისთვის და მოძრაობის შეფერხება – საცობების შექმნისთვის.

 

კომენტარები