მედიცინა

ნანოტექნოლოგია – კიბოსთან საბრძოლველად

ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (Northwestern University) მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევების საფუძველზე ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც მათივე  ვარაუდით, ეფექტიანი იქნება კიბოსთან საბრძოლველად. ახალი მეთოდი სამკურნალო პრეპარატის დაავადებულ უჯრედთან უშუალო კონტაქტში შესვლას ითვალისწინებს. იგი ნანოტექნოლოგიაზეა დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ წამალი დაზიანებულ უჯრედს ოქროს უმცირესი ნაწილაკის საშუალებით უნდა მიეწოდოს.

კვლევის ხელმძღვანელის, ტერი ოდომის განცხადებით, სამკურნალო პრეპარატი ოქროს ნაწილაკზე თავსდება და მისი შეყვანა პირდაპირ დაზიანებული უჯრედის ბირთვში ხდება. ნაწილაკის ზომა 25 ნანომეტრს არ უნდა აჭარბებდეს, რათა მისი თანხვედრა მოხდეს უჯრედთან.

უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების დასაწყისშივე აღმოაჩინეს, რომ ახალი მეთოდით შეყვანილი პრეპარატი თავდაპირველად კიბოთი დაავადებული უჯრედის ფორმას ცვლის, შემდეგ კი მას საერთოდ აქრობს.

მეცნიერები აღნიშნავენ ნანოტექნოლოგიით მკურნალობისას გამოყენებული ოქროს ნაწილაკის ფორმასაც – რამდენიმე ქიმიან ვარსკვლავს. მათი თქმით, ასეთი ფორმა უზრუნველყოფს პრეპარატის ნაწილაკისაგან გათავისუფლებას და უჯრედში მის სწრაფ მოხვედრას.

იქიდან გამომდინარე, რომ კიბოსთან ბრძოლის ახალ მეთოდი დაზიანებულ უბანთან უშუალო კავშირს ითვალისწინებს, ტექნოლოგიაზე მომუშავე მეცნიერები დაკვირვებას ჯერჯერობით მხოლოდ კანთან ახლოს მყოფ დაავადებულ უჯრედებზე ახორციელებენ.

 

კომენტარები