სირიისა და ლიბანის საზღვართან ლიბანელი ოპერატორი მოკლეს. გავრცელებული ცნობებით, ლიბანის ტელევიზიის ოპერატორს სირიის მხრიდან მაშინ ესროლეს, როდესაც საზღვრის ლიბანის მხარეს თავის სამუშაოს ასრულებდა.
ორშაბათსვე გავრცელდა ცნობა, თურქეთის სამხრეთში სირიელთა ლტოლვილთა ბანაკში 2 სირიელის და ერთი თურქის დაჭრის შესახებ. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი ამ შემთხვევაშიც სირიის მხრიდან გახსნეს. თურქეთის მხარემ განაცხადა, რომ მიმართავს საპასუხო ზომებს, თუკი სირიის მხრიდან მსგავსი ფაქტი განმეორდება.




