გორი

სტალინიზმის მუზეუმი სტალინის მუზეუმის ნაცვლად

გორში, სტალინი მუზეუმის  სტალინიზმის მუზეუმით  შეცვლის  ინიციატივას გამოთქვამს დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გორში დაგეგმილ ღონისძიებას, გავრცელებული ცნობებით, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

პროექტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებს შეიმუშავებს და ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ტოტალიტარიზმის ცნობილი მკვლევარები და აღიარებული მეცნიერები.

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვა მოხდება როგორც ქართული ასევე საერთაშორისო ინსტიტუციებიდან.

კომენტარები