დღეს კომპანია ,,სისტრამ’’ თბილისის ტრამვაის პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა. პრეზენტაციას თბილისი მერი გიგი უგულავა, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრამვაის ახალი ხაზი 14 კილომეტრი სიგრძის იქნება და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაკის გავლით, ორთაჭალას დაუკავშრდება. აღნიშნული მანძლის დაფარვა 34 წუთში იქნება შესაძლებელი. მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 100 000- ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.
თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია ,,სისტრას’’ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2010 წელს გაფორმდა. თბილისის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდა ტრამვაის ქსელის ტექნიკური პროექტი, ფინანსური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ანალიზი. განხორციელებული სამუშაოები საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა. ტრამვაის შესახებ მომზადებული პროექტი საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.





