დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება. 1 მაისიდან, 7 მაისის ჩათვლით, ბრისტოლის მთავარი მუზეუმის საგამოფენო სივრცე, 7 ქართველი მხატვრის ნამუშევრებს უმასპინძლებს. გამოფენა ორი ქალაქის - თბილისისა და ბრისტოლის დაძმობილების 24 წლისთავს მიეძღვნება.
ბრიტანელი დამთვალიერებლის წინაშე წარდგენილი იქნება ოლეგ ტიმჩენკოს, თინა ცხადაძე-რატიანის, ლევან ხარანაულის, დავით ალექსიძის, კოტე სულაბერიძის, მიხო ქოჩაკიძისა და მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრები. წარმოდგენილი იქნება თითოეული მხატვრის 3 ნამუშევარი - სულ 21 ტილო.
გამოფენაზე მიწვეული იქნებიან ბრისტოლის მერიის წარმომადგენლები და მათი სტუმრები, მასმედიის, ქართული დიასპორის და საელჩოს წარმომადგენლები.




