სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება დათანხმდა მოთხოვნას 10 აპრილამდე დაიწყოს ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელება. გეგმა გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას გაეროს მეთვალყურეობით, ქალაქებიდან ჯარისკაცების გაყვანას, მოსახლეობისთვის ჰუმანიტრული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფას.
ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგა და მოითხოვა უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭიროს მის მიერ დასახელებულ ვადას. ამასთან, მან გამოთქვა წინადადება შეიქმნას სპეციალური მისია, რომელიც დააკვირდება კონფლიქტის მხარეების მიერ სამშვიდობო გეგმის შესრულებას.




