შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა 2011 წლის და 2012 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, უცხო ქვეყნების მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობამ 2011 წელს 2 822 363 შეადგინა. მიმდინარე წელს კი ქვეყანას უკვე 680 ათასამდე პირი ეწვია, რაც 2011 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 40%-ით აღემატება. 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან. აგრეთვე, ევროკავშირის ქვეყნებიდან.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პირველი მარტიდან მოქმედმა უვიზო რეჟიმმა, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლას ითვალისწინებს, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაასამმაგა. კერძოდ, 2011 წლის მარტში საქართველო რუსეთის 2163-მა მოქალაქემ მოინახულა, 2012 წლის მარტის თვეში კი მათმა რაოდენობამ 6192 შეადგინა.




