საფრანგეთი

პოლიციის რეიდები საფრანგეთის ქალაქებში - დაკავებულია 20-ამდე პირი

საფრანგეთში პოლიციამ 20-ამდე პირი დააკავა,  დღეს განხორციელებული რეიდების შედეგად. დაკავებულები ისლამისტ ექსტრემისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ცნობებით, რეიდი განხორციელდა ქალაქ ტულუზაშიც, სადაც ცოტა ხნის წინ ალჟირული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქემ მოჰამედ მერამ, 7 ადამიანი მოკლა, მათ შორის ბავშვები.

სხვა ქალაქებთან ერთად მასშტაბური ოპერაციები ჩატარდა პარიზსა და ლიონშიც. პოლიციელთა ცნობებით, დაკავებულთა ნაწილი ეჭვმიტანილია  ისეთ რადიკალურ ჯგუფთან  კავშირში ,როგორიცაა ”Forsane Alizza.” რეიდების დროს პოლიციელებმა ამოიღეს იარაღი და ჯავშანჟილეტები. პოლიცია აცხადებს, რომ მასშტაბური ღონისძიება პირდაპირ არ უკავშირდება მოჰამედ მერას მიერ ჩადენილ დანაშაულს და მისი მიზანი ექსტრემისტული ქსელების დაშლაა.

კომენტარები