საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა მკვლელობებში ეჭვმიტანილ მოჰამედ მერას დაღუპვის ფაქტი. მინისტრის ინფორმაციით, შენობის შტურმის დროს, რომელშიც მოჰამედ მერა იმყოფებოდა, მერა ფანჯრიდან გადახტა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, შენობის შტურმის დროს მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა.
სავარუდოდ დღეს გარდაცვლილი პირის მიერ მოწყობილმა თავდასხმამ შეიწირა 4 ადამიანი, მათგAნ 3 ბავშვი, ტულუზაში, ებრაულ სკოლასთან. მერა ეჭვმიტანილი იყო გასულ კვირაში სამი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობაშიც




