განათლება

დიზაინის საერთაშორისო სკოლა საქართველოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლის ამოქმედება იგეგმება. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით ის ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს.

დიზაინის საერთაშორისო სკოლა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება. სკოლას პატრონაჟს მსოფლიოში ცნობილი ავტომობილების დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, მას საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ესწრებოდა. ფაბრიციო ჯუჯარო ბათუმში ახორციელებს პროექტს - “მწვანე ბათუმი - 2020.”   მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.

დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს, ცნობილი იტალიელი დიზაინერები და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები წაიკითხავენ.

 

კომენტარები