თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიცია ახალგაზრდებისთვის გამაფრთხილებელი ოქმის შედგენით შემოიფარგლა.
გუშინ, უნივერსიტეტის ეზოში 2 სტუდენტი: ზვიად მამფორია და გიორგი კოპალეიშვილი სცემს. მოგვიანებით, მათ თქვეს, რომ ფიზიკურად სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. ნაცემი სტუდენტების მეგობრის, „სტუდენტური ბლოგის“ წარმომადგენლის, თორნიკე უსტარაშვილის განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შურის იძიეს სოციალურ ქსელში მათი მამხილებელი ინფორმაციის გავრცელების გამო. უნივერსიტეტის რექტორმა დაგმო ძალადობის ფაქტი და მოითხოვა მისი დეტალური გამოძიება. შსს-მ კი დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა, რა ჩხუბში მონაწილეთა ასაკი, უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შემოიფარგლა ახალგაზრდებისთვის გამამრთხილებელი ოქმის შედგენით. აღნიშნული ოქმით სტუდენტებს პოლიციამ მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და გააფრთხილა ისინი, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ უფრო მკაცრ ზომებს.”




