თსუ

თსუ-ს რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს, ის ამჯერადაც ერთადერთი კანდიდატი იყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ მას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია 20 ოქტომბრიდან ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობას ასრულებდა - მისი კანდიდატურა მაშინაც ერთადერთი განაცხადიდან აირჩიეს.

თსუ-ს რექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 7 ოქტომბერს გიორგი შარვაშიძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.  

ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ის ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლიდან ის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორია. 

კომენტარები