იაპონია

მორიგი ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიის სააგენტომ ცუნამის საშიშროების შესახებ გამოაცხადა. წინასაწარი მონაცემებით, ცუნამი იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ადგილობრივი დროით 18 საათსა და 40 წუთიდან არის მოსალოდნელი და მოსახლეობა სანაპიროს უნდა გაეცალოს. სააგენტოს ცნობით, ტალღის სიმაღლე სავარაუდოდ 50 სანტიმეტრი იქნება, მაგრამ ის შეიძლება გაიზარდოს.

ოთხშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

 

კომენტარები