შსს

ინციდენტი ქუთაისში

ინციდენტი მოხდა ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ. გავრცელებული ცნობით, ქუთაისში, ნუცუბიძის 5 ნომერში მცხოვრებმა ბონდო ფერცულიანმა საპატრულო პოლიციას მიმართა, რადგან შვილი,  ბექა ფერცულიანი,  ცივი იარაღით მოკვლით ემუქრებოდა. რა მოხდა შემდეგ, ამის შესახებ  განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა. მისი თქმით, ბექა ფერცულიანი, რომელიც ადრე ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა, აგრესიულად იყო განწყობილი მშობლებისა და მეზობლების მიმართ, მას  ხელთ ქონდა დანა. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, ახალგაზრდამ აგრესია პოლიციელებზე გადაიტანა, რის გამოც პოლიციის თანამშრომელმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ამ დროს ახალგაზრდამ პოლიციელი დანით ხელში დაჭრა. ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომელმა მეორედ გაისროლა, შედეგადაც დაზიანება მიიღეს, როგორც თავად ახალგაზრდამ, ისე მისმა მამამ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

კომენტარები