აზერბაიჯანი

არეულობა აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში

აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია, რომელიც რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რაუფ  ჰაბიბოვის შეურაცხმყოფელ გამონათქვამს მოჰყვა.  გავრცელებული ცნობებით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორის არიან პოლიციელებიც. 

ხუთშაბათს დლით ,რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ისინი მოითხოვდნენ ჰაბიბოვის გადადგომას, გარდა ამისა მოითხოვდნენ მას  მოებოდიშებინა მოსახლეობისთვის იმისთვის, რომ მათ გამყიდველები უწოდა.  

მოსახლეობის უკიდურესი  აღშფოთება გამოიწია რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებამ რაიონის მოსახლეობაზე: ” ეს ხალხი მზადაა 30 მანეთად გაყიდოს საკუთარი მიწა, ოჯახი, სამშობლო.” 

 რაუფ ხაბიბოვმა ადმინისტრაციულ შენობასთან  შეკრებილებს მოუბოდიშა ,  თქვა, რომ რაიონის მოსახლეობა მისთვის ძვირფასია, თუმცა ამ დროს მას კვერცხები დაუშინეს, შემდეგ კი პროტესტანტები ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ. გავრცელებული ცნობებით, მათ  ცეცხლი წაუკიდეს  რაიონის ხელმძღვანელის სახლსაც. ქალაქში სასწრაფოდ გაიგზავნა შინაგანი ჯარი, მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი.  

კომენტარები